დღე 8
დღევანდელი ტრენინგის თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
წავიკითხეთ პროექტების ფასილიტაცია. გვქონდა ჯგუფური მუშაობა თუ როგორ მივცეთ ინსტრუქციები და გავაკეთეთ უკუკავშირი.
განვიხილეთ: კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის; ფასილიტაციის რესურსების შექმნა; წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება; რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე.
გადავხედეთ: სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.
პასუხი გავეცით კითხვებს: როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
გავაკეთე დასკვნა, რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია და მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
Комментарии
Отправить комментарий