Сообщения

Сообщения за июль, 2018

დღე 8

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. წავიკითხეთ პროექტების ფასილიტაცია. გვქონდა ჯგუფური მუშაობა თუ როგორ მივცეთ ინსტრუქციები და გავაკეთეთ უკუკავშირი. განვიხილეთ: კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის; ფასილიტაციის რესურსების შექმნა; წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება; რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე. გადავხედეთ: სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. პასუხი გავეცით კითხვებს: როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. გავაკეთე დასკვნა, რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია და მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

დღე 7

განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. ჯგუფში დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შეფასებები. ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკის 4 დონე. განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა სტილი. განვიხილეთ სააზროვნო უნარების მიმართულებები: აზროვნების კონცეფციები, მაღალი სააზროვნო უნარები, რწმენები და დამოკიდებულებები, აზროვნების სწავლება. განვიხილეთ მოსწავლეთა თვითრეგულირება. გავითვალისწინეთ მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მოვამზადეთ მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.

დღე 6

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება, მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების გასაუმჯობესებლად, რესურსების ჯგუფში ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები,შევარჩიეთ ჩვენთვის საჭირო შეფასების რუბრიკები და მოვირგეთ, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა.

დღე 5

განვიხილეთ პრეზენტაციის გამოყვეყნება ბლოგზე. უკუკავშირის სახეები, უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები. განვიხილეთ სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მიღწევის გზები. განვიხილეთ საავტორო უფლებები, გავეცანით საავტორო უფლებების საიტს და გავაკეთეთ საავტორო უფლებების დაცვაზე ონლაიან ტესტი. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და მისი შეფასება.

პროექტებით სწავლების პრეზენტაცია

დღე 4

შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია .     ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო იმით, რომ კარგად გავარკვიე მოსწავლეების შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ პრეზენტაციის შედგენა სასწავლო პროექტზე. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის ტრენინგით. ვიმუშავე და შევავსე სასწავლო პროექტის გეგმა